Sunday, September 14, 2014

ტრენინგის შეჯამება.

ჩვენ გავიარეთ ინტელის სასწავლო კურსი,ტრენინგის ხელმძღვანელი იყო ქალბატონი ქეთევან ცერაძე.
ტრენინგის მიზანია ინფორმაციული ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის განხორციელება, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ -ჩვევების განვითარება.
ეს ტრენინგი ჩვენ დაგვეხმარება  სასწავლო პროცესში  პროექტების განხორციელების დროს.
 ამ ყველაფრისათვის განათლების სამინისტროს და უშუალოდ ქალბატონ კეთი ცერაძეს ვუხდით დიდ მადლობას გაწეული დახმარებისათვის.

ტრენინგის მე -9 დღე.

ტრენინგის მე-9 დღე დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორებით. ვისწავლეთ link list-ით განრიგის გადატანა. გავიმეორეთ ნასწავლი გაჯეტები.შემდეგ ვისწავლეთ მოსწავლის ბლოგში  გვერდების ჩასმა.შევისწავლეთ ჩანაწერში მისამართის მიბმა. ციფრული რესურსების პორტალში დავათვალიერეთ ვიდეო გაკვეთილები. ტრენინგის დასასრულს მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტების   პრეზენტაციები.

Saturday, September 13, 2014

ტრენინგის მე-8 დღე.

ტრენინგის მე8 დღეს გავიმეორეთ წინა დღის მასალა. შემდეგ გადავედით ინტელის პროგრამის მე7 მოდულზე.ამ მოდულში გავეცანით ფასილიტაციას და ტექნოლოგიებს.გადავხედეთ სხვა პედაგოგთა ფასილიტაციის ნიმუშებს და შევქმენით ჩვენი ფასილიტაციის რესურსი,რომელიც შევინახეთ საქაღალდის  დამხმარეში.შემდეგ გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს და თითოეულ საქაღალდეს დავარქვით ახალი სახელი. ტრენინგის დასასრულს საქაღალდე ავტვირთეთ  დისკზე და გაჯეტის დახმარებით  შევინახეთ  ბლოგში. შემდეგ შევედით ჩვენს ბლოგში და დავათვალიერეთ  ჩვენი საქაღალდე.

Friday, September 12, 2014

ტრენინგის მე-7 დღე

ტრენინგის მე7 დღე დავიწყეთწინა დღის მასალის გამეორებით.გადავხედეთ შეფასების რუბრიკებს და შევინახეთ საქაღალდეში.შემდეგ გადავხედეთ მე-6 მოდულის 1 აქტივობას--ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება.გადავხედეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის პრეზენტაციას . დავამზადეთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლის დავალება.
ვიმუშავეთ ბლოგში,სადაც HTML-გაჯეტში ჩავსვით საათი.
ტრენინგის დასასრულს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.

Sunday, September 7, 2014

ტრენინგის მე -6 დღე


ტრენინგი დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორებით .მოსწავლის power point-ში ვნახეთ მოსწავლის პროექტების პრეზენტაციის ნიმუში. შემდეგ ჩვენ თვითონ შევადგინეთ მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში.
დავათვალიერეთ მოსწავლეთა სხვა და სხვა პროქტების შეფასების რუბრიკები.შევისწავლეთ დიაგრამების ჩასმა პროექტების პრეზენტაციებში.
რესურსებში დავათვალიერეთ სხვადასხვა საგნების zip-ები. სასურველი ნიმუშები შევინახე მოსწავლის ნამუშევრებში. ყველა მოძიებული მასალა შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში.

Saturday, September 6, 2014

ტრენინგის მე-5 დღე.

ტრენინგის მე 5 დღე დაიწყო წინა დღის მასალის გამეორებით.მოძიებული სურათებით და ლიტერატურული მასალებით შევავსეთ შაბლონი. ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგის შექმნაზე,ამ ბლოგში  სურათებისა და ტექსტების ჩასმაზე. ვიმუშავეთ ბლოგში  გაჯეტების ჩასმაზე.გავიგეთ ,რომ გაჯეტი არის დამატებითი ელექტრონული ინსტრუმენტი.ამ გაჯეტს გამოვიყენებ კვლევის მიმდინარეობისას.ვისწავლეთ გაჯეტიდან გაჯეტზე გადასვლა და სათაურის შეცვლა..დავათვალიერეთ ერთმანეთის ბლოგები და გაუგზავნეთ კომენტარები.

Friday, September 5, 2014

ტრენინგის მე-4 დღე

ტრენგი დავიწყეთ წინა მეცადინეობის გამეორებით.შემდეგ გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდს.პროექტში უნდა სჭარბობდეს განმავითარებელი შეფასება.შევისწავლეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია და მისი საქაღალდეში შენახვა.შევისწავლეთ Power Point-ში შესვლა,. სლაიდების შექმნა და სურათების ჩასმა.შევისწავლეთ ბლოგში სურათების მოძიება და ჩასმა,სურათების
წაშლა


Sunday, August 31, 2014

ტრენინგის მე-3 დღე

ტრენინგი დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით. გავიმეორეთ ვორდის ინსტრუმენტები.შემდეგ  დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. შევისწავლეთ სტანდარტის დადგენა ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით განვსაზღვრეთ პროექტის  მიზნები და მიმართულების მიმცემი კითხვები.გამოვიყენეთ ბლუმის ტაქსონომია.ბოლოს გადავედით ბლოგზე და ვიმუშავეთ ბლოგში. ვისწავლეთ ფონის შეცვლა, ბლოგის სათაურის შეცვლა,  ბლოგის დიზაინის შეცვლა.

Saturday, August 30, 2014

ტრენინგის მე-2 დღე

ტრენინგის  მე-2 დღეს ჩვენ მიმოვიხილეთ პროექტი. გავიმეორეთ წინა დღის მასალა. გავიმეორეთ ბლოგის შექმნა, შემდეგ გავეცანით ვორდის ინსტრუმენტებს.

ვისწავლეთ მასალის ატვირთვა და სასურველ ადგილზე მისი განთავსება.შევისწავლეთ ბუკლეტის დამზადება,მასში მასალის შეტანა,სურათების მოძიება და ჩასმა,საკუთარ მეილზე შენახვა. პროექტი ძალიან მომწონს.

Friday, August 29, 2014

ტრენინგის პირველი დღე.


გავეცანით ტრენინგის მონაწილეები ერთმანეთს. გავეცანით გეგმას. შევქმენით საქაღალდე.გავეცანით გზამკვლევს . ვნახეთ მისი შინაარსი ,გეგმები, მოდულები. გავეცანით შაბლონს , გავარჩიეთ სხვისი გეგმები.გავეცანით რესურსებს და  ვისწავლეთ მისი შენახვა. გავეცანით სხვადასხვა საგნის პედაგოგთა პროექტებს, რომლებიც დამეხმარება პროექტების შედგენისას .დავათვალიერეთ სასწავლო კლიპები .მე ძალიან მომეწონა დღევანდელი ტრენინგი. იგი ძალიან გამომადგება სწავლების პროცესში.